საქართველოში დაწესებული შეზღუდვები იხსნება

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, რეგულაციების დაცვის მოთხოვნა კი მკაცრდება. დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მუნიციპალური ტრანსპორტი კი მოქალაქეებს უკვე შაბათ-კვირასაც მოემსახურება.

მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამ დროისთვის მინიმალურია. ორშაბათიდან, მკაცრი კონტროლის ფონზე, აღსაზრდელებს მიიღებენ საბავშვო ბაღებშიც.