მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის მონაწილეების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. უკვე ცნობილია მეორე სეზონის ჟიურის ვინაობაც: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; მომღერალი ნათია თოდუა და დავით ალადაშვილი – პიანისტი, საქართველოს პირველი არხის საბავშვო მეგაშოუ „რანინას“ წამყვანი.
დღეს ჟიურიმ 15 კონკურსანტს მოუსმინა. ქასთინგები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება და საბოლოოდ შეირჩევა ის ათეული, რომელიც უკვე თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებს და მონაწილეობას ლაივშოუებში მიიღებს.
„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონი, საქართველოს პირველი არხის ეთერში, 26 ოქტომბრიდან დაიწყება და მაყურებელს წელსაც შესაძლებლობა მიეცემა, თავად შეარჩიოს ევროვიზია 2020-ის ქართველი მონაწილე.
საქართველოს ვარსკვლავი