„საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივშოუ 22:00 საათზე დაიწყება

რამდენიმე წუთი დარჩა მეგაპროექტის მეოთხე ლაივშოუს დაწყებამდე. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო მეგაპროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მონაწილეობას უკვე ექვსი კონკურსანტი განაგრძობს. დღეს მეოთხე ლაივშოუზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციები შესრულდება.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივშოუ 22:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, საკუთარ რჩეულებს მთელი კვირის განმავლობაში, მხარი დაუჭიროს ფეისბუქმესინჯერისა და სატელეფონო ზარების საშუალებით.

ბრძოლას „საქართველოს ვარსკვლავის“ ტიტულისთვის და „ევროვიზია 2019-ის” საგზურისთვის დღეს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშება.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.