მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება. პირველი არხის პოპულარული მუსიკალური შოუს გამარჯვებულის გამოვლენამდე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „საქართველოს ვარსკვლავში“ დღეს ნახევარფინალური ტურია. კონკურსანტები ორ-ორ სიმღერას – ქართულსა და უცხოურს შეასრულებენ. შოუს დასრულების შემდეგ, ოთხი ფინალისტი უნდა გამოვლინდეს.
„საქართველოს ვარსკვლავის“ ტიტულის მისაღებად და ევროვიზიაზე გასამგზავრებლად, თქვენს რჩეულს დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა მობილური ოპერატორების გარდა, ფეისბუქმესენჯერის საშუალებითაც შეგიძლიათ.
როგორ ემზადებიან კონკურსანტები დღევანდელი გამოსვლისთვის, მარიკა შალიკაშვილი მოგვიყვება, რა ხდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
საქართველოს ვარსკვლავი