საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ჰყავს

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ჰყავს.

პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თანამდებობაზე დღეს იურისტი ქეთევან ცინცაძე აირჩია. აქამდე ის რამდენიმე წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში მუშაობდა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლეთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომებზე მომზადებულ საჩივრებს პირველი განიხილავს.

რა იქნება ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტია და რატომ აკრიტიკებს მესამე სექტორი მისი არჩევის პროცედურებს – თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.