გიორგი მიქაუტაძე - დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეული ქეთევან ცინცაძე სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
გიორგი მიქაუტაძე - დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეული ქეთევან ცინცაძე სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით,  დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეული ქეთევან ცინცაძე სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, შერჩევის პროცესში იყვნენ ცუდი კანდიდატებიც, იყო რამდენიმე ძლიერი და მომზადებული კანდიდატიც, რომელთაგან ქეთევან ცინცაძე გამოირჩეოდა.

„საბჭოს წევრების უმრავლესობამ კონკრეტულად კი თოთხმეტმა წევრმა ჩათვალა, რომ ქეთევან ცინცაძე საუკეთესო იყო იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიციაზე განაცხადი ჰქონდათ შემოტანილი. გეტყვით, რომ იყო რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, თუმცა ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი აირჩა. დაახლოებით 86 კანდიდატს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი. ვერ ვიტყოდი, რომ აქტივობა დაბალი იყო. იყვნენ ცუდი კანდიდატებიც, იყო ასევე რამდენიმე ძლიერი და მომზადებული კანდიდატიც, რომელთაგან ქეთევან ცინცაძე გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა.