საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სად იმყოფებიან უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები. ქალაქ ოდესიდან გამოსული ბორანი ვილნიუსი უკვე ფოთის პორტშია. მგზავრები სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს გადიან. ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ბორტზე უკრაინიდან გამოძევებული პირები. ფოთის პორტთან რჩება ტელეოპერატორ თამაზ შავშიშვილის მამა.

კიევიდან თბილისში დღეს ორი თვითმფრინავი დეპორტირებულების გარეშე ჩამოფრინდა. საქართველოს რვა მოქალაქესთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინაში საქართველოს საელჩომ. განცხადების მიხედვით, საელჩო შესაბამის უკრაინულ უწყებებთან მუდმივ კონტაქტზე.