უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ბედი კვლავ გაურკვეველია

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. კიევიდან დღეს ორი თვითმფრინავი თბილისში მათ გარეშე ჩამოფრინდა.

საქართველოს 9 მოქალაქესთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები, შესაძლოა, უკრაინიდან ბორანით ჩამოვიდნენ, რომელსაც ფოთში ახლა ელოდებიან.

დეპორტირებულებს შორის არის ტელეოპერატორი თამაზ შავშიშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეების შესახებ განმარტებას არ აკეთებს.