საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია

საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, ჯგუფი მიესალმება პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების შესახებ  გენერალური პროკურორის ბრძანებას.

მათი შეფასებით,  ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა.