„საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“- ანგარიშის პრეზენტაცია
„საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“ – ამ სახელწოდების კვლევა წარადგინა კანონის უზენაესობის ცენტრმა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დოკუმენტი პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მესამე სექტორს გააცნო.
ანგარიშში საუბარია საზოგადოების წინაშე საქართველოს პარლამენტის, საპროკურორო საბჭოსა და პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზე, უწყებაში დღეს არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. დოკუმენტში აქცენტი კეთდება რეკომენდაციებზეც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს აძლევს.