საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი 

საქართველოს პირველი არხი აქტიურად იწყებს კულტურის სფეროს ხელშეწყობას. პროექტის  ფარგლებში, მაუწყებელი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიამდე მიტანაში დაეხმარება.

ახალი ინიციატივების ფარგლებში, პირველად ნათია თოდუას სოლო კონცერტი ჩაიწერა. ადაპტირებული გარემოს შექმნა საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო. მუსიკოსმა სიმღერები შეასრულა ახალი ალბომიდან, რომლის პრეზენტაციასაც უფრო მასშტაბურად გეგმავდა, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება პანდემიის გამო გადაიდო.

ნათია თოდუას კონცერტი საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაიცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი კულტურის თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება.

დატოვე კომენტარი