საქართველოს პირველი არხის ახალი ინიციატივა

საქართველოს პირველი არხის ახალი ინიციატივა. მაუწყებელი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციაში დაეხმარება. პროექტი კულტურის თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება. ინიციატივების ფარგლებში, პირველად ნათია თოდუას სოლო კონცერტი ჩაიწერა. სიმღერები შესრულდა მუსიკოსის ახალი ალბომიდან, რომელიც გერმანიაში ჩაიწერა და ცოცხალი შესრულებით მათ ქართველი მსმენელი პირველად სწორედ საქართველოს პირველი არხის ეთერში მოისმენს.

თათია კუჭუხიძე გიამბობთ.

დატოვე კომენტარი