„თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეულ ავღანეთში ამ მომენტისთვის საქართველოს 16 მოქალაქე რჩება. ამ ეტაპზე სამშობლოში მხოლოდ ექვსი პირის დაბრუნება მოხერხდა. ისინი ქაბულიდან უნგრეთის სამხედრო თვითმფრინავით გამოფრინდნენ. ყველაზე რთული და სარისკო ქაბულის აეროპორტამდე ტრანსპორტირებაა, რადგან რადიკალური დაჯგუფების შესვლის შემდეგ ავღანეთის დედაქალაქში ქაოსი და პანიკაა.
დანარჩენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად საგარეო უწყება მოლაპარაკებებს განაგრძობს – მათ შორის აშშ-თან, გაერო-სთან და თურქეთთან. საქართველოს მოქალაქეები ახლა ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებიან და მითითებებს ელოდებიან. ყველა მათგანი ადგილობრივი კანადური კომპანიის თანამშრომელია.