საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის სამი ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა და შესაძლო რისკებიც გათვალისწინებულია.

მთავრობამ ახალი საგადასახადო რეფორმა გუშინ დააანონსა.