ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ეროვნულ ფოლკლორულ ანსამბლს.
ის ძირითადად დაკომპლექტებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი საუკეთესო მომღერლებითა და სტუდენტებით; ასევე, გუნდის წევრები არიან მომღერლები ისეთი ცნობილი ანსამბლებიდან, როგორებიცაა „ბასიანი“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და „დიდგორი“. მომღერლებმა გუნდში მოსახვედრად სპეციალური შესარჩევი და მოსამზადებელი ეტაპები გაიარეს.