რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად – ამ მიზნით მოსალოდნელი პროექტები ენერგეტიკოსის დღისადღმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. გამოსვლების დროს ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ სფეროდ გამოცხადებული დარგის განვითარების გზებზე იმსჯელეს. აქცენტი რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, განახლებადი ენერგიების ათვისებაზე და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების მშენებლობაზე გაკეთდა.
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მხრივ განსაკუთრებული მოლოდინებია შავი ზღვის წყალქვეშა სადენის მიმართ, რამაც საქართველოს სატრანზიტო როლი კიდევ უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს. ღონისძიების მონაწილეებს 2030 წლამდე სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკის დარგში აღებული ვალდებულებებიც გააცნეს.