ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა კი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. იმერეთის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ყოფილ მძევლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენდა. რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები და რას ჰყვებიან მძევლობიდან გათავისუფლებული მოქალაქეები.
ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.