საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. Trans-avia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს.
ავიაკომპანია თბილისში პარიზის ორლის აეროპორტიდან იფრენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი თბილისთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული.