ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმინეს. კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ცენტრალური ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მოსმენის შემდეგ გვენეტაძეს დეპუტატების მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდა. მთავარი თემა ისევ ინფლაცია იყო. კანონმდებლები დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებს სები პრობლემის მოსაგვარებლად. კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც ეროვნული ბანკის წარმომადგენელი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, საქართველოს ერთიანი ევროგადახდის გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინიციატივების განხილვა იყო.
შალვა სუმბაძე მუშაობდა თემაზე – რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სეპას სისტემაში გაწევრიანება?