საქართველო ერთა ლიგის მატჩში ალბანეთს ხვდება

საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩამდე ხუთი საათი რჩება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას გამართავს. გულშემატკივრებს, ვინც სტადიონზე შეხვედრას ვერ დაესწრება, თამაშს შეუძლიათ რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი. ადგილზე შეხვედრის საჩვენებლად ტერიტორია უკვე მოწყობილია.

ნინო გაბელია დეტალებით.