რამდენიმე საათი საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე

რამდენიმე საათი საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე. საფეხბურთო მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20 საათზე დაიწყება. ჩვენი ნაკრები ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის მოლოდინშია. ემზადებიან გულშემატკივრებიც. მართალია შეზღუდული რაოდენობით, თუმცა მაყურებელი დღეს ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნებიდან მაინც გაამხნევებს. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქათველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ლევან ღუდუშაური განაგრძობს საუბარს.

საქართველო-ესპანეთი საქართველოს პირველ არხზე – რევანშისა და მეორე სენსაციის იმედად #1TVSPORT