მატჩი ოკუპირებულ აფხაზეთში

შედგება თუ არა ნიგერიის სტუდენტური საფეხბურთო ნაკრების ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩი უნდა გაიმართოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის ფიფას უკვე მიმართა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

როგორი იქნება მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს რეაქცია და რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ფიფამ ნიგერიულ ნაკრებს, – გეგი კიკაბიძე მოგიყვებათ.