საპროტესტო აქციები ერევანში

21:33, 16.04.2018

სომხეთში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.

ერევანში ანტისამთავრობო გამოსვლები კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. აქციებს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ელქის ლიდერი უდგას სათავეში.

ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ეროვნული კრების მიერ ხვალისთვის დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ და მისი ჩაშლით იმუქრებიან.

სომხეთში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველმა პარტიამ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის კანდიდატურა წარადგინა.

მოამბე სომხეთის დედაქალაქიდან, ერევანში მიმდინარე მოვლენებს ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.

 

 

მსგავსი