სერჟ სარგსიანი - სომხეთში არ იცვლება მთავრობა, იცვლება მხოლოდ მმართველობის ფორმა
სერჟ სარგსიანი - სომხეთში არ იცვლება მთავრობა, იცვლება მხოლოდ მმართველობის ფორმა

სომხეთში არ იცვლება მთავრობა, იცვლება მხოლოდ მმართველობის ფორმა, – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა Известия-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„ვერავინ შეცვლის კურსს“,- განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სარგსიანმა ახალი პრეზიდენტიც დაახასიათა.

„არმენ სარგსიანი ახალგაზრდობაში იყო პერსპექტიული ფიზიკოსი. 1990 წლის დასაწყისში დაინიშნა ბრიტანეთში ჩვენ ელჩად. შემდეგ იყო პრემიერ-მინისტრი. 2013 წელს ისევ დაბრუნდა ბრიტანეთში ელჩად. როდესაც დავფიქრდით საპრეზიდენტო კანდიდატზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის ამ პოსტისთვის შესაფერისი იყო. მას საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს რუსეთში, დასავლეთსა და არაბულ ქვეყნებში“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

წყარო: news.am