ვაშინგტონში, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით დემონსტრანტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხისტ მიგრაციულ პოლიტიკას აპროტესტებს. ისინი არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ეწინააღმდეგებიან.
დემონსტრანტების მოთხოვნაა, არსებული კანონი შეიცვალოს და შეწყდეს მიგრანტების მასობრივი დაკავება ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. აქციის მთავარი ლოზუნგია “მე მათი ბედი მადარდებს”.
საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ტრამპმა განცალკევების პოლიტიკის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, თუმცა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი ხისტი მიგრაციული პოლიტიკის მომხრეა.