საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში –  205-ე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 13 საყრდენ პუნქტებზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განთავსების ადგილებზე მიიტანეს დარტყმები. უკრაინელების სამიზნე ასევე გახდა რუსეთის არმიის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსებმა 96-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური რეაქტიული სისტემებიდან. საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ ხარკოვზე. რაკეტა საცხოვრებელი სახის სიახლოვეს დაეცა. ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზეც, უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ცნობას, რომ ხარკოვში რუსეთის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში პოლიციამ მასობრივი სამარხები აღმოჩინა, სადაც სულ მცირე, 440 ადამიანის ცხედარია დამარხული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირებისა და ექსპერტიზის პროცესი.