უკიდურესად გართულებულია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში – ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ცხრა პირი დაიღუპა იერუსალიმის მხარეს. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. ისრაელსა და ჰამასს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მეექვსე დღეც მსხვერპლით დაიწყო.
მოგვიანებით დაიბომბა შენობა, რომლშიც „ასოშიეტიდ პრესისა“ და „ალ ჯაზირას“ ოფისების გარდა, საცხოვრებელი სახლებიც იყო განთავსებული. ვითარების ესკალაციის გამო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს.
დეტალებს რეპორტაჟში ნახავთ.