სამზადისი რთველი 2023-თვის

სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას  2023 წელსაც გააგრძელებს. მთავრობა ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლევანდელი რთველისთვის 50 მილიონ ლარს გამოყოფს. იმ ყურძენს კი, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ, სახელმწიფო კომპანია შეისყიდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღვინის ექსპორტი მზარდია. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული.