სამუშაო ჯგუფის შექმნა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან საკითხი 12 რეკომენდაციას შორის არის. მისი თქმით, კომისიის შემადგენლობა ინკლუზიური იქნება, მასში შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების გარდა, ჩაერთვებიან სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციაც. თუმცა, ოპონენტების ნაწილს – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, საკუთარი წევრი არ წარუდგენია.