„სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პაქტი“

21:15, 09.08.2025

ისტორიული შერიგება კავკასიაში – აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სამიტი, სადაც მშვიდობის პაქტი გაფორმდა, დონალდ ტრამპის შუამავლობით ვაშინგტონში გაიმართა. მხარეები იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და ოფიციალურად დაასრულონ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეერთებულ შტატებს კი ენიჭება ექსკლუზიური უფლება, განავითაროს სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.

სალომე თორაძის რეპორტაჟი.

მსგავსი