მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. შეირჩა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახან გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის.
ნათია თურნავას თქმით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები.