სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა. მის პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ადმინისტრაციასაც უხელმძღვანელებს. ამ დრომდე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებდა. სახალხო დამცველის მეორე მოადგილე კი ეკატერინე სხილაძე იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე ასევე 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა.