ნინო ლომჯარია - მზად ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შევხვდე
ნინო ლომჯარია - მზად ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შევხვდე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზად არის, შეხვდეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გეგმავს შეხვედრას ზოგდად პანკისში მცხოვრებ მოსახლეობასთანაც.

„მშობლებთან დაკავშირებით, გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის მეც გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ, მათთვის ხელსაყრელ დროს შევხვედროდი. სამწუხაროდ, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდით. მათი მხრიდანაც იყო სურვილი, უბრალოდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ ვერ მოახერხეს შეხვედრა. თუმცა, შეხვედრის სურვილი ჩემი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც არსებობდა და შესაბამისად, მზად ვარ, როდესაც ოჯახის წევრები შეძლებენ, გავესაუბრო არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ზოგადად პანკისში მცხოვრებ მოსახლეობასთანაც ვგეგმავ ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრას და კომუნიკაციას“,  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.