სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

18:27, 06.01.2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

„6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულსა და ნათლისღებას აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ულოცავს სომეხ ხალხს დღესასწაულებს და 2018 წელს სიკეთეს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უსურვებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მილოცვაში.

მსგავსი