საინფორმაციო ტური გიდებისთვის

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გიდებისა და ტუროპერატორებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ტურის მიზანი მხარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქვემო ქართლში ვიზიტორთა ახალი ნაკადების მოზიდვა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.