საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტის მერმა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აცრებზე მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადღესასწაულო დღეებში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციაზე მთავრობის წამახალისებელ კამპანიაზე. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ – პირველადი აცრის შემდეგ, ისინი ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს.