სად და რა ვითარებაში არის საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი მექსიკაში – მათ შესაძლო ადგილსამყოფელს ამ დროისთვის საქართველოს საგარეო უწყება მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან ერთად არკვევს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც მათი ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მექსიკაში საქართველოს საელჩოს მიმართეს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-სა და მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ.