საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „საქართველოს საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. მომხდარის გამო, საგანგებოდ 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.