მასობრივი მკვლელობა პრაღაში

14 დაღუპული, 25 დაშავებული – ჩეხეთი სამძიმრებს იღებს.

პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტი მასობრივი მკვლელობის ადგილად იქცა. ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტმა სასწავლებელში ცეცხლი გახსნა. დაჭრილთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიცია შემზარავ ტრაგედიას ტერორიზმთან არ აკავშირებს. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენამდე მან მამა მოკლა. დამნაშავე 32 წლის კაცის და მისი ორი თვის ბავშვის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, რომელიც პრაღის სკვერში ერთი კვირის წინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 24 წლის თავდამსხმელი იარაღს ლეგალურად ფლობდა და პრაღასთან ახლოს, სოფელში ცხოვრობდა. ცეცხლის გახსნის შემდეგ სასწავლებელში უმძიმესი სურათი იყო – სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის გარე ფასადებს აფარებდა თავს.

პრაღაში დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.