შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტის სპიკერების სამიტზე

პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერების სამიტი დასრულდა.

ქართული დელეგაციის დღის წესრიგი ევროპელი ლიდერების წინაშე ორმხრივი შეხვედრები და სიტყვით გამოსვლები იყო. შალვა პაპუაშვილს სამიტის მეორე დღესაც ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით მიემართა ღონისძიების მონაწილეებისადმი. მთავარი თემა დღეს უკვე დემოკრატიული განვითარება იყო, თუმცა გამოსვლაშიც და შეხვედრებშიც ქართულმა მხარემ მკაფიოდ გამოყო ევროინტეგრაციის საკითხი.