საგარეო უწყება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობს.
დღეს უწყებაში იაპონიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რასაც ორივე ქვეყანა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართავს. 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, სადაც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მოგზაურობის მსურველებს, ეძლევათ ინფორმაცია აუცილებელი პრევენციული ზომების შესახებ. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით შეუძლიათ.