სამორინე „აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს – არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს. სამორინე „აჭარაში“ ჩხრეკაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე.
გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.