საგამოძიებო კომისია სუბელიანსა და კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, დღეს, ბრალდებულებს მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავენ. კომისიის წევრები გლდანის მერვე დაწესებულებაში უკვე მივიდნენ.

მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.