"ხორავას ქუჩის საქმეზე" ხვალ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას დაკითხავენ

რას იტყვიან “ხორავას ქუჩის საქმეზე” დაკავებული მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია?! ხვალ მათ დაკითხვას საგამოძიებო კომისია საპატიმროში აპირებს. არ არის გამორიცხული, წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. ხორავას 4 ნომერში მომხდარი მკვლელობიდან, რვა თვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ძიებისა და მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია.

მომხდარზე დაკავებულ კიდევ ერთ მოზარდს, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა დღეს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად დ.ღ.-მ ჩვენებაში თქვა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, მ.კ.-ც მონაწილეობდა, მოგვიანებით სასამართლოზე ჩვენება შეცვალა.

რა უწერია საქმის მასალებში ბრალდების მხარეს, რომელი მოწმეების ჩვენებებით ამყარებს საკუთარ არგუმენტებს და როგორია უფლებადამცველების პოზიცია, – თემაზე გიორგი კობერიძე მუშაობდა.