არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში შვიდი სხვადასხვა მიმართულებაა შეფასებული, მათ შორის საუბარია ქალთა მიმართ ძალადობაზე, განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანმრთელობაზე. ანგარიშში ხაზგასმულია ის მთავარი პრობლემები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ქალებს აწუხებს, ასევე მოყვანილია ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც.