საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია ათამდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია.

რიმინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს გაეცნო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ მილანსა და ჩრდილოეთ იტალიაში. TTG Rimini 2024-ის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები წამყვან ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების შექმნის, ტურების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.