აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.