„უნაყოფობა 35+“ – ამ სახელწოდებით სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე მსმენელების წინაშე რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები წარდგნენ. კონფერენციის მეორე ნაწილი ონკოლოგიური პაციენტების ინ ვიტრო განაყოფიერების მართვაზე ვორკშოპებს დაეთმობა. კონფერენცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.