საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

მონაწილეებმა იმსჯელეს საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ურბანული სატრანსპორტო ახალი სისტემებისა და ინკლუზიური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.

მონაწილეობდნენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.