„უნაყოფობა 35+“ – სასტუმრო „შერატონში“ ამ სახელწოდების რიგით მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია უშვილობასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების გაზიარება და ახალი მიღწევებისა თუ ტექნოლოგიების გაცნობა. მსმენელების წინაშე წარდგნენ რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინვიტრო განაყოფიერების დარგის განვითარების მაღალ დონეზეა და ამ მიმართულებით სამედიცინო ტურიზმი პირველ ადგილზეა.